1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს

371
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს.

„ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-სთქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, რამაც მსოფლიო საზოგადოება აღაშფოთა.

ჩვენც ვუერთდებით საერთო პროტესტს, გიცხადებთ სოლიდარობას და, ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მსგავს ბოროტებას აღარ დაუშვებს.

ამასთან, გთხოვთ, ჩვენი თანადგომა გადასცეთ თქვენს სამწყსოს, გარდაცვლილი და დაზარალებული ბავშვების, ქალების, ცალკეული მოქალაქეების ოჯახებს და, საერთოდ, სირიელ ხალხს.

აღვავლენთ ლოცვებს უდანაშაულო მსხვერპლთათვის და მშვიდობისათვის სირიასა და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია წერილში.