1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია” – The American Conservative
,,საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია” – The American Conservative

,,საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია” – The American Conservative

143
0

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია – ამ სათაურით სტატიას გამოცემა The American Conservative-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“.

რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება ვლადიმირ პუტინთან. ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებიკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებს თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებისთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა.

ალმუტ როხოვანსკის და სოფიკო ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება“. ამის ნაცვლად, მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას.

კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ჩვენს [ამერიკულ] პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, – წერს გამოცემა.