1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას” – ლევან ნიკოლეიშვილი
“საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას” – ლევან ნიკოლეიშვილი

“საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას” – ლევან ნიკოლეიშვილი

405
0

 ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მოსწონს იდეა იმ ადამიანებისათვის სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისაკენ მოუწოდებენ. არესტოვიჩი, დანილოვიჩი, გონჩარენკო, არახამია და პოდოლიაკი – ეს იმ გვარების ჩამონათვალია, ვისთვის სანქციების დაწესებაც ლევან ნიკოლეიშვილი პირველ რიგში მიაჩნია საჭიროდ.

„ძალიან საინტერესო იდეა გაახმოვანა გუშინ დავით მაღრაძემ, რასაც სრულად ვეთანხმები. საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად გვთხოვს ომში ჩართვას.

პირველ რიგში ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ არესტოვიჩს, დანილოვს, გონჩარენკოს, არახამიას და პოდოლიაკს. ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხი მათი ბინძური განცხადებების გამო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვითი სვლა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს საქართველოს მიმართ მსგავსი რიტორიკით საუბარი!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისათვის, აღნიშნულ თემაზე მწერალმა დავით მაღრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. მაღრაძემ აღნიშნა, რომ სანქციებით ვაჭრობა და ამ ხერხით ბრძოლა, გამოძალვის საშუალებად იქცევა და საბოლოოდ აბსურდის თეატრამდე მივა.„ვისაც აქვს საშუალება, მას დაემუქრებიან დასანქცირებით, მაგრამ ეს გადავა აბსურდის თეატრში, იმიტომ, რომ მერე საქართველოს მთავრობაც ხომ ვიღაცას დაასანქცირებს – ვთქვათ, არესტოვიჩს. მერე ვიღაცას აზერბაიჯანში დაასანქცირებენ, მერე აზერბაიჯანი დაასანქცირებს ამათ და ბოლოს იქნება დიდი აბსურდის თეატრი,“- განაცხადა მწერალმა.