1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” -ღიდა ფაქრი
“საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” -ღიდა ფაქრი

“საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ქვეყანა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” -ღიდა ფაქრი

75
0

“ვერ წარმომიდგენია ამაზე უკეთესი ქალაქი, რომელიც ასე სწორად იყოს მორგებული ამ პოზიციაზე, ამ გზაჯვარდინზე ევროპასა და აზიას შორის, ქალაქი, რომელსაც ასეთი ძლიერი, დინამიკური და მომავალზე ორიენტირებული ხედვა ჰქონდეს. სწორედ ეს ხდის საქართველოს არა მარტო მნიშვნელოვან სატრანზიტო გზად, არამედ, ძალიან მნიშვნელოვან დამკავშირებელ ქვეყნად ხალხის, ენერგეტიკის, იდეებისა და ამბიციების, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის”,- ამ სიტყვებით გახსნა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პირველი პანელური დისკუსია საერთაშორისო ტელეჟურნალისტმა და TRT World-ის აღმასრულებელმა პროდუსერმა ღიდა ფაქრიმ. მისი თქმით, წლევანდელი ფორუმის თემა დაკავშირებულია ინვესტიციასთან, რაც სტაბილურობის პირობებში ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს.

როგორც ღიდა ფაქრიმ თავის მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, აღნიშნული შეკრების მიზანია ახალი ჩარჩო-სისტემით თანამშრომლობა და ეკონომიკური ზრდა, ასევე იმ წინსვლის გააზრება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაფიქსირდა.

“შეუძლებელია არ დავინახოთ ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც შეიძინა შუა დერეფანმა, რაც, თავის მხრივ, ყველაზე სწრაფი დამაკავშირებელი ხიდი გახდა აზიასა და ევროპას შორის,”- განაცხადა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, ეს მარშრუტი სტრატეგიულად გვთავაზობს სწრაფ და უფრო ძლიერ ალტერნატივას ტრადიციულ მარშრუტებთან შედარებით, რაც რეგიონის მიწოდებით ჯაჭვს აძლიერებს და გამოკვეთს საქართველოს ადგილს გლობალურ ვაჭრობაში.

“ეს ამბიცია კიდევ უფრო დიდ ყურადღებას ითხოვს მსოფლიოში. ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, პორტები იზრდება და ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც არის ქვეყნის ხერხემალი, ამ პოტენციალის გასაზრდელად ვითარდება,”- განაცხადა ღიდა ფაქრიმ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება, ტრადიციულად, სექტორულად მრავალფეროვანი იქნება და 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.