1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი -ირაკლი კობახიძე
სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი -ირაკლი კობახიძე

სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი -ირაკლი კობახიძე

141
0

ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.