1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! -ნიკა გვარამია
 სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! -ნიკა გვარამია

 სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! -ნიკა გვარამია

357
0

სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა! – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა გვარამიას თქმით, ყველა პატრიოტს სოლიდარობას უცხადებს. 

შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: ბოლო დღეებში რამდენი პოლიციელი გვინახავს უნიღბოდ? დარბევისას კი არა, ისე, ზოგადად, დღისით, მზისით? ჩხრეკასაც, მაგალითად, ნიღბიანები ან ნიღბიანების გარემოცვაში რატომ ატარებენ?

ამბავი იმაშია, რომ „ქოცობა“ ზოგადად ნიღაბია: ადამიანის პერსონალურ დონეზე – ვითომ ადამიანობის; ხელისუფლების დონეზე – ვითომ ხელისუფლების; პოლიციელის დონეზე – ვითომ პოლიციელობის და ა.შ.

„ქოცი“ არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. „ქოცი“ არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. ეგ ნიღაბი ჩამოხსნილია!

სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კი საკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა! გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს!

ჩვენ მივდივართ ევროპაში! სალამი და მხარდაჭერა ყველა პატრიოტს მარნეულის იზოლატორიდან“ – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.