სამი “საოცრება” ქვეყანაში, სააკაშვილი დემენციისგან განიკურნა, საარჩევნო უბნებზე 400 000 ხმა გააყალბეს, “კამიტით მოწამლული” აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს -ირაკლი კირცხალია
115
0
„ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
კირცხალია იმ „საოცრებების” ჩამონათვალს აკეთებს, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მოხდა.
„სამი „საოცრება” ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან: 1. სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა; 2. საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400 000 ხმა გააყალბეს; 3. ქიმიური თავდასხმის დროს „კამიტით მოწამლული” აკაცუკი ერთი წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დაცვივდა”, – წერს ირაკლი კირცხალია.