1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს – კახა კალაძე
სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს – კახა კალაძე

სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს – კახა კალაძე

296
0

სამარცხვინოა პაველ ჰერჩინსკის განცხადებები – რასაც ეუბნებიან, რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს საქართველოში არსებულ მედია გარემოსა და „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აშკარად ჩანს, რომ პაველ ჰერჩინსკი გარედან იღებს დავალებებს.

„არ ვიცი რაზე საუბრობს. სამარცხვინოა ამ ადამიანის განცხადებები. მასთან პიროვნული არაფერი გამაჩნია. აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანი გარედან იღებს დავალებებს, ეუბნებიან რომ თეთრზე უნდა თქვას რომ შავია, გამოდის და თუთიყუშივით იმეორებს ყველაფერს. წარმოუდგენელია საქართველოში ისაუბრო გაუარესებულ მედია გარემოზე, როდესაც ამდენი ოპოზიციური ტელევიზიაა, სხვადასხვა სააგენტო. როგორ შეიძლება წახვიდე გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. შეიძლება ამ მიმართულებით ძალიან ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას შევეჯიბროთ. მე თუ მკითხავთ, ზედმეტად არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს გადადის ცილისწამებაში, შეურაცხყოფაში, რასაც კონკრეტული მედიასაშუალებებიდან ვხედავთ“,- აღნიშნა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ პაველ ჰერჩინსკი მოუწოდებდეს მზია ამაღლობელს შიმშილობა შეწყვიტოს, ყველაფერს აკეთებს, რომ წაახალისოს ეს პროცესი.

„ეს არ არის პირველი სამარცხვინო განცხადება, რომელსაც ვისმენთ. სამწუხაროდ, ჩვენ მიგვაჩვიეს ამ განცხადებებს, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილსა და ბოროტებაზე. ხედავთ, როგორ ხდება ძალადობის და ბოროტების წახალისება. იმის მაგივრად, რომ ადამიანი გამოდიოდეს და მოუწოდებდეს მოშიმშილე პატიმარს შეწყვიტოს შიმშილობა, ყველაფერს აკეთებს, რომ წაახალისოს ეს პროცესი, კიდევ უფრო დაამძიმოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ცხადყოფს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ბედი. მას იყენებენ ინტერესების გასატარებლად, ცდილობენ როგორც სააკაშვილი შემთხვევაში იყო, შენიღბონ პიარული მექანიზმებით. ყველამ იცის, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოსა და ქვეყანაში, ვინ არის ჰერჩინსკი, ვის ინტერესებს ატარებს, მისი განცხადებებიდან კარგად იკვეთება. ეს ბოროტება მალე დასრულდება“,-აღნიშნა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს არის მცდელობა, გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად, დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ამასთან აღნიშნა, რომ გრძელდება მოწოდება იმის თაობაზე, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.