1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რადიკალურ „ნაცებში“ აღმოჩნდა” – მამუკა მდინარაძე
“სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რადიკალურ „ნაცებში“ აღმოჩნდა” – მამუკა მდინარაძე

“სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რადიკალურ „ნაცებში“ აღმოჩნდა” – მამუკა მდინარაძე

440
0

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რადიკალურ „ნაცებს“ შორის აღმოჩნდა, ამიტომ მას ვერავითრი ქოლგა ვერ უშველის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ჩართულია ღირებულებით ომში და იმ მხარეს არის, სადაც პატრიარქსაც კი თავს ესხმიან.

„მათ ვერც უქოლგობა ვერ იხსნის იმ მძიმე დაღისგან და წვიმისგან, რომელიც მათ სიბინძურის სახით ატალახებს, სახეს აჩენს. ეს არის მათი წარსული, აწმყო, მომავალი და ეს იცის ქართულმა საზოგადოებამა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ არის – პრეზიდენტის უფლებამოსილებას ფორმალურად ითავსებს. ის ყველაზე რადიკალური „ნაცის“ ამპლუაში აღმოჩნდა და რა ქოლგა უნდა გაშალოს ქვედა დონიდან, აღარ ვიცი“, – განაცხადა მდინარაძემ.