სალომე ზურაბიშვილი “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ დაქირავებული ადამიანია, დღისით, მზისით ცდილობენ, საქართველოში სიტუაცია აარევინონ -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ დღის წესრიგის შესასრულებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტ“ი ცდილობს, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს საქართველოში სიტუაცია აარევინონ.
„თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია. სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ დღის წესრიგის შესასრულებლად. დღისით, მზისით, ცდილობენ, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს აარევინონ სიტუაცია საქართველოში. „მაკკეინის ინსტიტუტიდან“ უკვე ვიცით ერთი ლორა თორნთონი და მეორე – სალომე ზურაბიშვილი, ვიცით, არც ერთს და არც მეორეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.