1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს

147
0

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს, –  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი მიიღო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას გუშინ  გაეგზავნა.