1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში”- კალაძე
,,სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში”- კალაძე

,,სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში”- კალაძე

376
0

სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში, მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„სალომე ზურაბიშვილი აიხლართა თავის რაღაც მზაკვრულ გეგმებში. ჯერ იყო კონსტიტუცია დაარღვია, ვნახეთ ყველამ ეს ყველაფერი. ახლა არღვევს კანონს. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზოგადად ეს ადამიანი, საოცრებებს აკეთებს. არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით მის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.