1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საკმარისია, გადავხედოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის მიერ გამოცემულ რუკებს, რომ დავინახოთ, სომხეთის ტერიტორიაზე ტოპონიმების უმრავლესობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა -ილჰამ ალიევი
საკმარისია, გადავხედოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის მიერ გამოცემულ რუკებს, რომ დავინახოთ, სომხეთის ტერიტორიაზე ტოპონიმების უმრავლესობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა -ილჰამ ალიევი

საკმარისია, გადავხედოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის მიერ გამოცემულ რუკებს, რომ დავინახოთ, სომხეთის ტერიტორიაზე ტოპონიმების უმრავლესობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა -ილჰამ ალიევი

453
0

საკმარისია, გადავხედოთ მე-20 საუკუნის დასაწყისში მეფის რუსეთის მიერ გამოცემულ რუკებს, რომ დავინახოთ, დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმების აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანული წარმოშობისაა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ რუკებზე სევანის ტბა არ არის მითითებული.

„ამ რუკებზე გოიჩას ტბაა ნაჩვენები და ყველა სხვა ისტორიული ტოპონიმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იქ არის ასახული. ჩვენ ეს რუკები იმისთვის არ შეგვიდგენია, ვინმეს ეთქვა, რომ აქ თაღლითობას ვახორციელებთ. ცარისტულმა რუსეთმა გააკეთა ეს. იგივე მეფის რუსეთი, რომელმაც ოდესღაც ირანიდან და აღმოსავლეთ ანატოლიიდან სომხები ჩამოიყვანა და ჩვენს ყარაბაღის მიწაზე დაასახლა, რათა აქ ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა შეცვლილიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს რუკები მთლიანად ისტორიულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და გამოვიკვლიოთ”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანული მოსახლეობა საზღვრების მიღმა ყველა მიმართულებით ცხოვრობს და ასევე ცხოვრობდა სომხეთში, მაგრამ იქიდან გააძევეს. ალიევის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობა კვლავ იცხოვრებს სომხეთის ტერიტორიაზე.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან ჩვენი საზღვრების მიღმა, აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს თავის უძველეს ისტორიულ მიწებზე და ღირსეულ მოქალაქეებად ცხოვრობს იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობს. აზერბაიჯანელები არასდროს დასნეულებულან სეპარატიზმის სენით. ჩვენმა ხალხმა წვლილი შეიტანა იმ ქვეყნების სახელმწიფოებრიობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და დღეს აზერბაიჯანელები არცერთ ქვეყანაში არ ქმნიან და არც შეუქმნიან პრობლემებს არცერთ სახელმწიფოს ან სხვა ხალხს. ამიტომ დღევანდელ სომხეთში აზერბაიჯანელების დაბრუნებამ არ უნდა შეაშინოს სომხეთის ხალხი და სახელმწიფო. ამას უკვე დიდი ხანია, ვამბობ. ჩვენ ჩვენს ისტორიულ მიწებს უნდა დავუბრუნდეთ არა ტანკებით, არამედ მანქანებით”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.