1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საკითხის ამგვარად დასმა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის სიცრუე – მაკა ბოჭორიშვილი
საკითხის ამგვარად დასმა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის სიცრუე – მაკა ბოჭორიშვილი

საკითხის ამგვარად დასმა, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე, არის სიცრუე – მაკა ბოჭორიშვილი

323
0

საკითხის ამგვარად დასმა თითქოს ქართულმა მხარემ, „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირთან ურთიერთობაზე არის სიცრუე, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, განცხადების მიზანი, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან ამ თემაზე გაჟღერდა, არის ის, რომ არ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ჩვენგან გაჟღერდა, რომ საქართველო დღის წესრიგში არ დააყენებს მოლაპარაკებების საკითხს 2028 წლამდე, თუმცა, ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმას, ომ პროცესი დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ იმისთვის, რომ ამ საკითხის სპეკულაციურად გამოყენება არ ხდებოდეს საქართველოს პოლიტიკაში და არ დაზიანდეს ევროინტეგრაციის პროცესი, იძულებულები ვართ ამგვარი განცხადება გავაკეთოთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.