1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  საგამოძიებო კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს  საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობაა -ლევან მახაშვილი
 საგამოძიებო კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს  საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობაა -ლევან მახაშვილი

 საგამოძიებო კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს  საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოებისადმი უპატივცემულობაა -ლევან მახაშვილი

407
0

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არგამოცხადება კანონის დარღვევა და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობაა.

მახაშვილის თქმით, კომისია ცდილობს, წლების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს ნათელი მოჰფინოს.

„არაერთხელ ვთქვით, რომ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა პრინციპის ამბავი არ არის, კომისია ცდილობს, ნათელი მოჰფინოს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში ამდენი წელია, არის. ამას ძალიან მკაფიო პასუხები სჭირდება. კომისიაში როცა არ ცხადდები, ეს არის კანონდარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის უპატივცემულობაც, როცა ისინი საზოგადოებაში მათ მიმართ არსებულ კითხვებს არ პასუხობენ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.