1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით -პაპუაშვილი
საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით -პაპუაშვილი

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით -პაპუაშვილი

131
0

შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა, ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.