„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ ”- არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.
კერძოდ, მათ კომენტარი გააკეთეს დღეს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ თვეს გაატარებენ.
„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ – მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში.