1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საელჩოს პასუხების გაცემა მართებს, ყველას ვალია, დავიცვათ მართლმსაჯულება ყოველგვარი ზეწოლისგან – ალუდა ღუდუშაური
საელჩოს პასუხების გაცემა მართებს, ყველას ვალია, დავიცვათ მართლმსაჯულება ყოველგვარი ზეწოლისგან – ალუდა ღუდუშაური

საელჩოს პასუხების გაცემა მართებს, ყველას ვალია, დავიცვათ მართლმსაჯულება ყოველგვარი ზეწოლისგან – ალუდა ღუდუშაური

423
0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ამერიკის საელჩოს მართებს, პასუხები გასცე საკითხებს, რომლების თავდაპირველად მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ გავრცელდა და თემაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა სამმა წევრმაც გაავრცელა განცხადება.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მიერ მოყვანილი ფაქტები დემოკრატიის პრინციპების უხეშად დარღვევაა.

„საკითხი, რომელიც მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ იყო გაჟღერებული, ამას დაემატა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რომელსაც განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ. ამ ყველაფერზე საჭიროა მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და ჩვენ ამ პოზიციის დაფიქსირებას დღემდე ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საკითხები, რომლებიც დღეს ნომერ პირველი საკითხებია, ესაა სასამართლოსთან მიმართებით მოსამართლეებთან კომუნიკაცია. ამ ყველაფერზე ნათელი და ამომწურავი პასუხი საელჩომ უნდა გასცეს. ჩვენ სამწუხაროდ,  დავინახეთ მოცემულობა, რომ მართლაც მოსამართლე იყო ჩახსნილი და ეს არაფერია, თუ არა ირიბად და პირდაპირ სანქციის ქვეშ მოსამართლის მოქცევა მის მიერ გადაწყვეტილების მიღების გამო. ამასთან დაკავშირებით საელჩოს პასუხების გაცემა მართებს, რადგან მოყვანილი ფაქტები, რომლებიც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მხრიდან იყო გაჟღერებული, დემოკრატიის პრინციპების უხეშად დარღვევაა. არსებობს კანონით გათვალისწინებული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესს. თუმცა თუ ეს ფაქტები მართლაც დადასტურდა, როგორც ჩანს, უნდა ვიფიქროთ და მსჯელობა მოგვიწევს კანონმდებლობის მეტად დახვეწაზე თუ შევსებაზე. ჩვენი, ყველას ვალია, დავიცვათ მართლმსაჯულება ყოველგვარი ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

15 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრებმა, სადაც აღნიშნეს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თამამი განცხადება გააკეთა და მომავალი ​ჩარევებისგან მთელი სასამართლო სისტემის დასაცავად გაბედული ნაბიჯები გადადგა. ამავე განცხადებაში იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრებმა აღნიშნეს: „აშშ-ის ელჩი, იუსტიციის საბჭოსთან კომუნიკაციის გარეშე, პერიოდულად სტუმრობს სასამართლოებს, რითაც ხდება სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის როლის აშკარა არაღიარება“.