1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება – შალვა პაპუაშვილი
სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება – შალვა პაპუაშვილი

სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება – შალვა პაპუაშვილი

410
0

მოსიარულე ტერორისტია ბელგიაში, სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება?!, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ჯუღელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით, სადაც ის წერს: „სია, ვინ უნდა მოვკლათ, თუ გვინდა რომ ქვეყანას ეშველოს“.

სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს სერიოზული მუქარაა და ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა, მაგრამ ვიცი, რა ევროკავშირის ზოგიერთი ელჩის დაუდევარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, ალბათ შეეცდებიან ესეც გააბიაბურონ.

წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში რომელიმე ბელგიელი მკვლელობით დაემუქროს ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეს. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა აქ. რაკეტებს ალბათ არ გამოუშვებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიპლომატიური რაკეტები ნამდვილად მოგვხვდებოდა ჩვენ ამის გამო. თქვენ გგონიათ ახლა ამაზე ვინმე ხმას ამოიღებს? ევროკავშირის ელჩი ანერვიულდება ამაზე? ან ბელგიის ელჩი ანერვიულდება? ან, საერთოდ ვინმეს რამენაირად ძარღვი შეუტოკდება ამაზე, როდესაც ბელგიის ტერიტორიიდან ისმის ღია მუქარა, მკვლელობის მუქარა?! საქართველო თავისუფალი ქვეყნის სამაგალითო შემთხვევაა იცით და ბელგიაში ჩვენ არაერთი ტერორისტული აქტი გვინახავს. მათ შორის, გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ იყო სადგურში და ა.შ. აი, მოსიარულე ტერორისტია ბელგიაში. სად იყურება ბელგიის მთავრობა ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავენ, რომ მათ ქუჩებში მოსიარულე ტერორისტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არამხოლოდ ხელისუფლების, მათ შორის, საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება?!

ეს თუ არის ევროპული ღირებულება და მგონი, ძალიან სხვაგან ყოფილა ზოგიერთი თავის წარმოდგენაში. ეს სერიოზული მუქარაა და ამას სერიოზული მიდგომა სჭირდება. იმედი მაქვს, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ამას სერიოზულად მიხედავენ. როგორც ვხვდები ეს ადამიანი საზღვარგარეთაა და ბელგიიდან იმუქრება, მაგრამ ქვეყნის შიგნით გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც იმავეს ამბობენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.