1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?
საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?

414
0

ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას. სწორედ საკვებით იღებს ჩვენი ორგანიზმი იმ საჭირო ელემენტებს, რომლებსაც იყენებს ზრდისთვის, აღდგენისთვის, დაცვისა და ფუნქციონირებისთვის. ჯანსაღი საკვები პროდუქტები წარმოადგენს აუცილებელი მინერალების, ვიტამინებისა და ენერგიის წყაროს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს ყოველდღიურ აქტივობასა და კეთილდღეობას. თუმცა საკითხავია როგორი რეალობის წინაშე ვდგავართ დღეს?!

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს „სწორი კვება“, რეალურ ცხოვრებაში მის დაცვას ბევრი სირთულე ახლავს. XXI საუკუნის გამოწვევები – ცხოვრების დაჩქარებული ტემპი, სწრაფი კვების კულტურის დამკვიდრება, სტრესული სამუშაო გარემო და დროის მუდმივი სიმცირე – ხშირად ხდება მიზეზი არასწორი კვების რაციონისა, რაც თავის მხრივ, სერიოზულ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

როგორც წესი, როცა საქმე უკვე შედარებით თავისუფალ, მსუბუქ და გართობაზე ორიენტირებულ პერიოდს – ზაფხულს ეხება, სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება. ზაფხული დასვენების, გართობისა და თავგადასავლების სეზონია. თუმცა, ამ სასიამოვნო ცვლილებებთან ერთად, ხშირად ირევა ჩვენი კვების რუტინა და პარალელურად ჩნდება არაჯანსაღი კვებითი ჩვევებიც. სწორედ წლის ამ სეზონზე ვეტანებით განსაკუთრებულად ლუდს, გაზიან სასმელებს, ალკოჰოლს, უამრავი სახეობის ცოცხალი ხილი და ბოსტნეული კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ხდება, ხშირდება სპონტანური პიკნიკები, გასართობი ღონისძიებები და მოგზაურობები,  რაც ავტომატურად ნიშნავს კვების არეულ რაციონსა და სწრაფი კვების  უფრო აქტიურ მოხმარებას.

გართობისა და უდარდელი დღეების ფონზე, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ცვლილებები დიდ დატვირთვას აყენებს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭარბი ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლის უკონტროლო მიღება და გაზიანი სასმელები ქმნის ზედმეტად მჟავე გარემოს კუჭში, აღიზიანებს ნაწლავებს და უარყოფითად მოქმედებს პანკრეასზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფერმენტებს გამოიმუშავებს. შედეგად, ვიღებთ ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს, როგორიცაა: შებერილობა, მუცლის ტკივილი, სიმძიმე, გულძმარვა და საერთო დისკომფორტი, რაც ზაფხულის განწყობას გვიფუჭებს და ჩვეული სიმსუბუქის ნაცვლად, უსიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს.

სანამ გამოსავალ გზებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, ჩავუღრმავდეთ თავად საჭმლის მონელების პროცესს, რომელიც რთული ფიზიოლოგიური მექანიზმია. ის მოიცავს საკვების მექანიკურ დაქუცმაცებას, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მცენარეული უჯრედისის ფერმენტულ გადამუშავებას და რაც ყველაზე მთავარია, ვიტამინებისა და მინერალების სრულყოფილ ათვისებას.

მონელების პროცესი საკვების პირში მოხვედრისთანავე იწყება. პირის ღრუში ხდება მისი მექანიკური და ნაწილობრივ ფერმენტული დამუშავება, ღეჭვის შედეგად ლუკმა ფორმირდება და საყლაპავი მილის გავლით კუჭში გადაადგილდება, სადაც ხდება საკვების კუჭის წვენთან შერევა. კუჭიდან საკვების ულუფა ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში. სწორედ აქ მიმდინარეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება ნაღვლის მჟავებისა და პანკრეასის ფერმენტების საშუალებით. საკვები კუჭისა და წვრილი ნაწლავის გავლას 6-დან 8 საათამდე ანდომებს, ხოლო ამის შემდეგ მსხვილ ნაწლავში გადადის.

მონელების ამ რთულ და კოორდინირებულ პროცესში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ორგანო შეთანხმებულად მუშაობს. თუმცა, ფერმენტულ მონელებაში განსაკუთრებული როლი კუჭქვეშა ჯირკვალს (პანკრეასი) უკავია. ის გამოიმუშავებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, როგორიცაა პროტეაზა (ცილებისთვის), ლიპაზა (ცხიმებისთვის) და ამილაზა (ნახშირწყლებისთვის). ამავე დროს, ნაღვლის წვენში შემავალი მჟავები აუცილებელია ცხიმების სწორად დაშლისა და ათვისებისთვის.

იმ შემთხვევებში, როცა მონელებას თან ახლავს შებერილობა, სიმძიმე, დისკომფორტი და აირების დაგროვება, განსაკუთრებით ცხიმიანი ან უჯრედისით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ, სპეციალისტები გვირჩევენ ცხოვრების წესის გადახედვას – სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და ძილის რეჟიმის დარეგულირება ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაციები უკვე კარგად ნაცნობია, ზაფხულის დინამიკურ რიტმში მათი შესრულება მაინც გართულებულია. ასეთ დროს, ორგანიზმს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მხარდაჭერა ფერმენტული პრეპარატების სახით.

სწორად შერჩეული ფერმენტული საშუალება ამსუბუქებს მონელებას, ამცირებს დისკომფორტს და ხელს უწყობს საკვებიდან სასარგებლო ნუტრიენტების სრულ ათვისებას. ფერმენტული საშუალებების შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პრეპარატის შემადგენლობა, ფერმენტების აქტივობა, გამოშვების ფორმა და ორგანიზმზე მისი კომპლექსური მოქმედება. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მომხმარებელს სთავაზობს ორი განსხვავებული ტიპის ფერმენტულ პროდუქტს: კრეზამს და რეოკონს – თითოეული მათგანი თავის როლსა და მიზნობრივ გამოყენებას ემსახურება.

თუ გემრიელი სადილი კმაყოფილების ნაცვლად, სიმძიმის შეგრძნებას იწვევს ან კვების შემდეგ კუჭის წვა, ტკივილი, შებერილობა და გულძმარვა გაწუხებთ, შესაძლოა თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი საკვების სრულფასოვნად მონელებას ვერ ახერხებდეს.

ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომელიც საკვების ეფექტურ გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, პანკრეასია – კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს. როდესაც პანკრეასი ვერ ახერხებს ამ ფერმენტების საჭირო რაოდენობით გამომუშავებას, ირღვევა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა და მათი ათვისებაც რთულდება. შედეგად, ჩნდება მონელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ჭამის შემდგომ გამოვლენილი სიმძიმე, დისკომფორტი ან ტკივილი კუჭის არეში.

ასეთ შემთხვევებში ეფექტური დახმარება შეიძლება იყოს ფერმენტული საშუალება, როგორიცაა კრეზამი (პანკრეატინი 10 000 სე) – პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სწრაფად ხსნის ჭამის შემდგომ სიმძიმის შეგრძნებასა და დისკომფორტს.

კრეზამის შემადგენელი ფერმენტები – ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზახელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ შეწოვას. კრეზამი მიიღება 1 ან 2 კაფსულა ყოველი ძირითადი კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

როცა მონელების დისკომფორტს მხოლოდ ფერმენტული დეფიციტი არ იწვევს და მას თან ერთვის შებერილობა, ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვება ან ბოჭკოვანი საკვების მონელების სირთულე, შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი საშუალება, რომელიც კომპლექსურად ეხმარება მონელების პროცესს.

რეოკონი სწორედ ასეთი კომბინირებული, პოლიფერმენტული ბიოლოგიურად აქტიური დანამატია,  რომელიც საჭმლის მონელების დარღვევის განმაპირობებელ რამდენიმე რგოლზე ერთდროულად მოქმედებს.

რეოკონი, ჩვეულებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან ერთად (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) დამატებით შეიცავს დიმეტიკონს – მუცლის შებერილობის საწინააღმდეგოდ, ხარის ნაღვლის ექსტრაქტს – ცხიმების აბსორბციისთვის და ჰემიცელულაზას – მცენარეული ბოჭკოს ადვილად ასათვისებლად.

უნიკალური კომბინაციის წყალობით, რეოკონი ხსნის შებერილობას, სიმძიმეს და დისკომფორტს მუცლის არეში, ამცირებს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი აირების რაოდენობას, ხელს უწყობს საკვებით მიღებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების გადამუშავებასდააადვილებს მცენარეული უჯრედისის ათვისებას.

რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში, კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

R