1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს

246
0

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

 

ჯარისკაცი – დაახლოებით 41 500;

ტანკი – 1 789;

ჯავშანტექნიკა – 4 026;

საარტილერიო სისტემა – 946;

სარაკეტო სისტემა – 260;

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118;

თვითმფრინავები – 223;

ვერტმფრენი – 191;

ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 742;

საკრუიზო რაკეტები – 182;

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 960;

გემი/ნავი/კატარღა – 15;

სპეციალური აღჭურვილობა – 83.

მონაცემები  24 თებერვლიდან 4 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს

 

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან დანაკარგების შესახებ ინფორმაციას, საგულისხმოა, რომ კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას  არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1,351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს.