1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა არ მუშაობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი
“უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა არ მუშაობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა არ მუშაობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

337
0

ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ინფორმაცია კონფლიქტურ სიტუაციებთან დაკავშირებით, იქნება ეს ბალკანეთი, ტაივანი, თუ სამხრეთ კავკასია, ერთ რამეზე მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, მათ ერთი ფაქტორი აერთიანებს – უსაფრთხოების გლობალური არქიტექტურა არ მუშაობს, – ასე აფასებს უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში შექმნილ კრიზისულ სიტუაციებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ბოლო დღეებში ვითარების დაძაბვა ბალკანეთზე, ტაივანსა და კავკასიაში კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ არსებული უსაფრთხოების მექანიზმები სათანადოდ ვერ მოქმედებს.

მთავარ გამოწვევად კი კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს.

„2014 წელი გარდამტეხი მომენტი იყო. მაშინ სრულიად აშკარა ვითარებაში – ყირიმთან, დონბასთან, ჩამოგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“, რუსეთმა თავი აარიდა დაუყოვნებლივ და ხელშესახებ პასუხისმგებლობას, შეინარჩუნა ბიზნეს-პოლიტიკური კავშირები სამყაროსთან. ახლა გლობალურ ურთიერთობებში მრავალს სჯერა, რომ ესეც გამოუვა. სწორედ ამიტომ, უკრაინელები ახლა აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ყველასთვის მსოფლიოში. ჩვენმა ერმა გააერთიანა თავისუფალი სამყარო არამხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლაში, არამედ იმ გაგებით, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი თავისუფლება. ამ სიმყიფის დაცვა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ქმედებებით და ამან რომ იმუშაოს ხანგრძლივ პერსპექტივაში, საჭიროა გლობალური უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთმა სახელმწიფომ ვეღარასდროს მიმართოს სხვა სახელმწიფოს ტერორს“, – აცხადებს ზელენსკი.