რუსეთში, ქალაქ კოსტრომის ერთ-ერთ კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.