1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი -8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი”- ირაკლი ღარიბაშვილი
“სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი -8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი”- ირაკლი ღარიბაშვილი

“სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი -8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი”- ირაკლი ღარიბაშვილი

226
0

დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ, ყველას, თავი დავანებოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

​როგორც პრემიერმა განაცხადა, 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი და ეს არის პროვოკაციული კითხვა.

„ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი – ჩვენი ტელევიზიების დე ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას“,- განაცხადა პრემიერმა.