1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი
რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი

623
0

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.