1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა
რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა

რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა

121
0

რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს.

გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ტექნიკა დაზიანდა.