რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში დაეხმარება – პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში დაეხმარება.
„ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ რამის გაკეთებას შევძლებთ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს, საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საქმე ბოლომდე მივიდეს, ლოგისტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი მიმართულებები განიბლოკოს“, – თქვა პუტინმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი ისტორიულად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მონაწილე იყო. „ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიც ებრძვის კრიზისებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართულებით, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ვითარებაში ისტორიული მონაწილეობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვიბიძგებს, რომ ჩვენ ამ პროცესების მონაწილენი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.