1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. რუსებმა დონბასში შეტევის ტემპი დააჩქარეს და ომის დაწყების შემდეგ რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს- BBC
რუსებმა დონბასში შეტევის ტემპი დააჩქარეს და ომის დაწყების შემდეგ რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს- BBC

რუსებმა დონბასში შეტევის ტემპი დააჩქარეს და ომის დაწყების შემდეგ რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს- BBC

924
0

დონბასში ოკუპანტებმა შესამჩნევად დააჩქარეს შეტევის ტემპი და სექტემბერ-ოქტომბერში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რეკორდული ტერიტორია მიიტაცეს. 

გამოცემა Welt-ის გათვლებით, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსულმა ჯარებმა უკრაინის 478 კმ² მიწა მიიტაცეს, რაც აბსოლუტური რეკორდი გახდა 2022 წლის მარტში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ.

DeepState-ის მიხედვით, ოქტომბერში ოკუპანტებმა მოახერხეს 20-მდე დასახლების დაკავება, მათ შორის უგლედარი და სელიდოვო დაიკავეს. 

როგორც BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, სელიდოვოს ოკუპაცია რუსებს გზას უხსნის პოკროვსკის სამხრეთ ფლანგზე და ასევე საშუალებას აძლევს მათ ჩრდილოეთის მხრიდან კურახოვოსკენ გადაადგილდნენ. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ეს ორი ქალაქი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რუსების თავდასხმის მთავარი სამიზნე იქნება.

ნოემბრის დასაწყისის მდგომარეობით, პოკროვსკი ფრონტის ხაზისგან დაახლოებით 6 კმ-ით არის გამოყოფილი. 

გამოცემის ცნობით, უკრაინის სარდლობა ამ ქალაქების დასაცავად დამატებით ძალებს აგზავნის. 

როგორც გამოცემამ აღნიშნა, შესაძლოა, ოკუპანტებმა იგივე მანევრი გაიმეორონ, რაც უკვე გააკეთეს უგლედარის და სელიდოვოს დაკავების დროს.