1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რომის ახალი პაპის ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართება
რომის ახალი პაპის ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართება

რომის ახალი პაპის ინაუგურაცია 18 მაისს გაიმართება

205
0

რომის ახალი პაპის, ლეო XIV ინაუგურაციის ცერემონია 18 მაისს გაიმართება. 

ინფორმაციას Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინაუგურაციის შემდეგ რომი პაპი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. სააგენტოს ცნობით, ინაუგურაციიდან სამი დღის შედეგ ლეო XIV პილიგრიმებთან ოფიციალური აუდიენცია ექნება.

ცნობისთვის, კარდინალების კონკლავმა გუშინ ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.