1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია”- რომან გოცირიძე
“რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია”- რომან გოცირიძე

“რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია”- რომან გოცირიძე

499
0

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, რომელიმე პარტიის აკრძალვა ფაშისტური ლოზუნგია და საქართველოს კონსტიტუციით თუ რომელიმე პარტიაა ასაკრძალი, ეს „ხალხის ძალა“ და პრორუსული ძალები არიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, ძალიან კარგია, რომ სოზარ სუბარმა მოლდოვა ახსენა, სადაც პრორუსული და კრემლის მიერ მართული პარტია აიკრძალა, რომელთა ლოზუნგები „ხალხის ძალის“ პოზიციას პირდაპირ სიტყვა-სიტყვით ემთხვევა.

„როგორც მოლდოვაში აიკრძალა ეს პარტია, საქართველოშიც ასე უნდა აიკრძალოს „ხალხის ძალა“. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს კენჭი ორჯერ უყარეს და თუ არ ვცდები, 46 ხმა ჰქონდათ. ეს არის სისულელე, იაფფასიან პიარზე აგებული იმ ადამიანების მხრიდან, ვინც საქართველოში რუსულ ინტერესებს პირდაპირ ემსახურებიან“, – განაცხადა გოცირიძემ.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი დღეს გამოვიდა წინადადებით, საქართველოს პარლამენტში დაიწყოს „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მისი გასამართლების პროცესი.