
,, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება”- ლევან ხაბეიშვილი
ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რომელი ოპოზიციური პარტიაც ხმას არ ამოიღებს, ლუსტრირებული იქნება.
„რუსულმა პარტიამ ოფიციალური პროცედურები დაიწყო, რომ გააუქმონ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გააუქმონ განსხვავებული აზრი, გააუქმონ ევროპული პერსპექტივა, გააუქმონ პოლიტიკა, გააუქმონ დემოკრატია!
ეს პროცესი ნიშნავს, რომ ივანიშვილი უკვე ოფიციალურად აუქმებს არჩევნებს, სახელმწიფოს და გვაბარებს მტერ სახელმწიფოს!
ვინც, რომელი ოპოზიციური პარტიაც, ოპოზიციონერიც ამ პროცესზე ხმას არ ამოიღებს, გაიტრუნება ან მაგრამ-ებით, თუ-ებით ისაუბრებს, ყველა იქნება ლუსტრირებული, როგორც ივანიშვილის ჯიბის ოპოზიცია!
მოვუწოდებ ყველას, ამოიღეთ ხმა და დააფიქსირეთ პოზიცია!
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ერთი პარტიის გასამართლებაა პუტინის საამებლად, ძალიან ცდებით – არაერთხელ შემცდარხართ და ამიტომ ვართ „აქ“.
ივანიშვილი არ ტოვებს სივრცეს, გარდა ფიზიკური თავდაცვისა, შეტევაზე გადასვლისა და რეჟიმის წინააღმდეგ ძალის დაპირისპირებისა!
ეჭვი მაქვს, რასაც თესთ, აუცილებლად მოიმკით!
„ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ის ხალხი, ვინც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობთ, დაპლიუსდით კომენტარებში“, – წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.