1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

999
0

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

2 აგვისტომდე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +28 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.