როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი თოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე – შემოყინულობა.
„10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით, ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ – თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
9 იანვარს ქუთაისში +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ითოვებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
თოვლიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია თოვა, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი. +3 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.
მესტიაში უმეტესად თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვა.
თოვლია ბორჯომში, დღისით -3 ღამის ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვა.
გორში +1 გრადუსი და თოვლი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -7, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. ითოვებს.
გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +3 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს
რუსთავში +3 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვს.. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი