1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

314
0

18 თებერვალს ქუთაისში 11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4 . ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეში, დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +9 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით 3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს გორში, სადაც დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 3, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.