1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

212
0

17 თებერვალს ქუთაისში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლიანი დღეა ფოთში. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდები. +4 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -7, ღამით კი -18 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები.

ნალექიანი დღეა ნავარაუდები გურჯაანში. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +4 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.