1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

160
0

1-ელ თებერვალს ქუთაისში +11 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთში, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც და დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდები. +10 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +10 ღამის ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში მოსალოდნელია წვიმა. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. უნალექოდ ჩაივლის დღე ომალოში, სადაც დღისით +5, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები.

გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +10 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.