1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როდემდე შეიძლება ჯერ კოჰაბიტაციით “გვაბოლოთ”, მერე ისეთი კანონებით, რომლის მიღების თავიც არ გაქვთ?” – მალხაზ გულაშვილი
“როდემდე შეიძლება ჯერ კოჰაბიტაციით “გვაბოლოთ”, მერე ისეთი კანონებით, რომლის მიღების თავიც არ გაქვთ?” – მალხაზ გულაშვილი

“როდემდე შეიძლება ჯერ კოჰაბიტაციით “გვაბოლოთ”, მერე ისეთი კანონებით, რომლის მიღების თავიც არ გაქვთ?” – მალხაზ გულაშვილი

256
0

“თუ არ იცოდით რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვებოდა, რას იღებდით? თუ იცოდით და მაინც მიიღეთ, ახლა რატომ გამოიწვიეთ?”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში  მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადებას.

“თუ არ იცოდით რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვებოდა, რას იღებდით? თუ იცოდით და მაინც მიიღეთ, ახლა რატომ გამოიწვიეთ? ესე არეულები რომ ხართ, ვისი ან რისი ბრალია? თუ მიიღეთ, ბოლომდე მისწოლოდით; თუ არ შეგეძლოთ გააზრება რას რა მოჰყვებოდა? ეს რას ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. როდემდე შეიძლება ჯერ კოჰაბიტაციით “გვაბოლოთ”, მერე ისეთი კანონებით, რომლის მიღების თავიც არ გაქვთ? ეგებ ჩამოყალიბდეთ, რა გინდათ საერთოდ? ეგებ ჯერ იფიქროთ კარგად და მერე იმოქმედოთ, არა პირიქით ჯერ იმოქმედოთ და მერე იფიქროთ!

 

გული მტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ქართულ სახელმწიფოზე თორემ თქვენი პარტიული მომავალი სულ არ მანაღვლებს. როდემდე უნდა იყოთ ამ გაუაზრებლობით დაკავებულები, ეგებ ახლა მაინც იპოვოთ თქვენ რიგებში ვინ გიტარებთ ჰარაკირის და ერთხელ დასაჯოთ სამაგალითოდ, რომ ქვეყნის ასევე საერთაშორისო საზოგადოების დასაცინი არ გახადოთ ჩვენი სამშობლო თქვენს გამო”, – წერს მალხაზ გულაშვილი.

 

 დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.