
როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, ცოტა უხერხულია -რატი იონათამიშვილი
როცა სამ ომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და ამ დროს თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ინფორმაციას, რომ ლიეტუვის ხელმძღვანელი პირები თავშესაფარში გადაიყვანეს.
კერძოდ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის პოლიტიკური ლიდერები თავშესაფარში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქვეყანაში ბელარუსიდან დრონი შეფრინდა.
„მესმის სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ქვეყნის ხელმძღვანელობის სტანდარტული პროტოკოლის შესაბამისად დაცვა, მაგრამ, როცა სამომგამოვლილ, ნატო-ს არაწევრ საქართველოს ესკალაციაში ითრევ და, ამ დროს, თავად, ნატო-ს ატომური ქოლგით დაცული, ნორჩი კონსტრუქტორის შეკოწიწებული ცათმფრენის ხუთწამიან გაფართხალებაზე ბუნკერს აფარებ თავს, მგონი, ცოტა უხერხულია“, – წერს რატი იონათამიშვილი.