1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როცა ევროკავშირი იღებს იმავე კანონს, რის გამოც რა არ გვიწოდეს, მათგან ერთი მაინც გამოვიდეს და აღიაროს შეცდომა, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს – მიხეილ ყაველაშვილი
როცა ევროკავშირი იღებს იმავე კანონს, რის გამოც რა არ გვიწოდეს, მათგან ერთი მაინც გამოვიდეს და აღიაროს შეცდომა, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს – მიხეილ ყაველაშვილი

როცა ევროკავშირი იღებს იმავე კანონს, რის გამოც რა არ გვიწოდეს, მათგან ერთი მაინც გამოვიდეს და აღიაროს შეცდომა, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს – მიხეილ ყაველაშვილი

275
0

„საქართველოში არეულობის მოსაწყობად იგივე ძალები არიან ჩართული და იხდიან ფულს, რომლებმაც „მიშას წამება” დადგეს”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელზეც ახლა ევროკავშირი მუშაობს და აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან ვინმეს გამბედაობა უნდა ეყოს, გამოვიდეს და აღიაროს, რომ ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანეს, როცა ეს კანონპროექტი გააპროტესტებინეს.

„ოპოზიციის მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ვკლავდით, სანამ სტრასბურგმა საპირისპირო არ დაამტკიცა. ამ წნეხს გავუძელით. იმ წნეხსაც გავუძელით, რაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, მაგრამ, ახლა, როცა ევროკავშირი მუშაობს იმავეზე, რითაც არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალე იყოს, ერთი ოპოზიციონერი მაინც გამოვიდეს და იკითხოს, ჩვენ რომ გაგვაპროტესტებინეთ ეს კანონი, თქვენ რატომ იღებთო. ამ კანონპროექტის გამო რა არ გვიწოდეს – არ რცხვენია ამ ხალხს დღეს? ნუთუ ვერც ერთმა ვერ უნდა გაბედოს, რომ გამოვიდეს და აღიაროს  შეცდომა და ეს ორმაგი სტანდარტი დაგმოს, ან იმ ახალგაზრდებს უთხრას, რომ კი, შეცდომაში შეიყვანეს? ეს პროცესი არ ჩერდება და გარე ძალები ამას ხვალაც დაგვიგეგმავენ, ამიტომ, საზოგადოების ინფორმირებას არ უნდა მოვეშვათ. ამაზე სულ უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.