1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა
რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

138
0

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის, გიორგი წერეთელის განმარტებით, დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და 30 ადგილამდე სამგზავრო ტრანსპორტისთვის იქნება დასაშვები მოძრაობა, ხოლო საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან.

„147-ე კილომეტრზე ქვათაცვენის შედეგად ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა და გზა გადართული იყო გომი-საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, მოხდა გზის გაგანიერება, ასევე, დამაგროვებელი ბუფერული ზონის გაგანიერება, კედლის გადმოტანა. როგორც კი დასრულდა აღნიშნული სამუშაოები, რიკოთის მონაკვეთზე აღდგა სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება. ამ ეტაპზე მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოება, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი, რომელშიც ჩართული არიან საზედამხედველო და კონტრაქტორი ორგანიზაციები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. როგორც კი რაიმე საფრთხე იქნება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას და დროებით შეჩერებული იქნება რიკოთის მონაკვეთზე გადაადგილება.

გუშინწინ 147-ე კილომეტრზე იყო ქვათაცვენა, რომლის შედეგად მოხდა გზის მასის ჩამოცლა და გზის დაკეტვა. 149-ე კილომეტრზე კი იყო მეწყერსაშიშროება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეკეტა მოძრაობა. მიმდინარეობდა კვლევები, რომელთა საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაცია და გზის მონაკვეთზე აღვადგინეთ სამუშაოები. 149-ე კილომეტრზე კვლავ მიმდინარეობს კვლევითი, საძიებო სამუშაოები. გეოლოგიური კვლევებია და როცა საბოლოოდ გვეცოდინება შედეგები, შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებებით გავაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.