1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე
Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე

Reuters: ზელენსკიმ ტრამპთან საუბრისას უარი თქვა მთელი დონბასის რუსეთისთვის დათმობაზე

583
0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან საუბრისას დონბასის დათმობაზე უარი თქვა, – ამის შესახებ Reuters-ის წყაროები იტყობინებიან.

სააგენტოს ცნობით, ალასკაში გამართულ სამიტზე რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინამ მთელი დონეცკის რეგიონი რუსეთს დაუთმოს. ამავდროულად, Reuters-ის წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპმა ეს მოთხოვნა ზელენსკის გადასცა და ასეთ პირობებში ფრონტის გაყინვა შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ეს წინადადება უარყო.

გამოცემამ ასევე დასძინა, რომ ზელენსკიმ დაადასტურა პუტინთან შეხვედრის განზრახვა, თუმცა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს ითხოვს. თავის მხრივ, ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინას და გამოაცხადეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გეგმები.