1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს

110
0

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ წარადგენს. ამის შესახებ პეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

ალთუნის ცნობით, 3 ივნისს პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის პარლამენტში ფიცს დადებს. ცერემონიის შემდეგ ერდოღანი ეწვევა ათათურქის მავზოლეუმს და უმასპინძლებს ვახშამს ინაუგურაციის ცერემონიაზე დამსწრე სახელმწიფოების მეთაურებთან.

ამავე დღის ბოლოს პრეზიდენტი ერდოღანი ახალი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს.