1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!”-მაია ნიკოლეიშვილი
“რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!”-მაია ნიკოლეიშვილი

“რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!”-მაია ნიკოლეიშვილი

344
0

ნატო და ევროკავშირი “სარჩული” იყო, საბაბი ყოფილა… სატანისტებმა მართლმადიდებლობასთან საბრძოლველად მოიცალეს გაგანია სისხლისღვრაში!!! – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

“რამდენი საინტერესო რამ ხდება, ზოგი რამ პარადოქსულიც, რაც ჭეშმარიტებას გვაახლოებს, თუ დავინახავთ და გავიაზრებთ და როგორ გვაშორებს, თუ არ დავინახავთ:

1. რუსეთ-უკრაინის ომი უკრაინის ნატოში შესვლის “დაუძლეველ” ლტოლვას მოჰყვა, ფორმალურად. რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს! 

ნატო და ევროკავშირი “სარჩული” იყო, საბაბი ყოფილა… სატანისტებმა მართლმადიდებლობასთან საბრძოლველად მოიცალეს გაგანია სისხლისღვრაში!!!

2. ათწლეულების მანძილზე ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყო. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და სტრატეგიულ პარტნიორს ყველაზე ნაკლებად აწყობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა! მისთვის რაა, თუ საქართველო განადგურდება. პარადოქსია, რომ დღეს არეულობა საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და თურქეთში ყველაზე ნაკლებად უნდათ რუსეთსა და ჩინეთს.

3. თუნდაც ამერიკანოსკეპტიკოსები, ნატოსკეპტიკოსები როგორც წესი, ევროფილები მაინც იყვნენ. მეც, მათ შორის. ევროპას, თავისი  სამართლიანობით, აზროვნებით, კულტურით, წესრიგით, სიმშვიდით და ცხოვრების დონით, გამორიცხულია, არ მოეხიბლე. პარადოქსია, მაგრამ ევროპაში ლიბერალური ფაშიზმი უკვე აყვავდა, ცეცხლი, გადაწვა და ბარბაროსული წარსული ძალას იკრებს. უსამართლობა, მიკერძოებულობა, მექრთამეობა, პროტექციონიზმი და თვალებში ნაცრის შეყრა- ევრობიუროკრატიის ხრწნის ინდიკატორია! ვიოლა ფონ კრამონის ურცხვი გამონათქვამები და თბილისში წანწალი, დღევანდელი ცოცხალი  მაგალითია! კუბილიუსების, ფოტიგების, ჟიგიმანტასების, მალგოჟეტების კრებითი სახეა ხრწნადი ევრობიუროკრატია. არადა, იქ ადრე სიმართლის დამცველს ვხედავდით…

4. საქართველოს დღევანდელ, “ჯერ კიდევ პრეზიდენტს”, მისი არჩევნების დროს ოპოზიცია აგინებდა, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის 1/3. პარადოქსია, მაგრამ პრეზიდენტობის ვადის ბოლოსკენ იმას მიაღწია, რომ ახლა მისი მომხრე უმრავლესობა,  მოსახლეობის დარჩენილი 2/3 აგინებს! რად უღირს ამის მერე პრეზიდენტობა?

5. ოდესმე ვიფიქრებდი, რომ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის არჩევნებში გამარჯვებაზე ვიფიქრებდი და ვინატრებდი, იმიტომ, რომ მისი არ არჩევის შემთხვევაში შესაძლოა, სწორედ თურქეთის არევით, ცეცხლი და არეულობა დომინოს პრინციპით გადმოვიდეს სამხრეთ კავკასიაზე?!

ერთად დავდგეთ, მშვიდად დავდგეთ, ძვირფასებო!რამდენიმე გამოცდას ისევ მოგვიწყობს უფალი, გამოცდას სიმტკიცეზე! (ან “Проверку на вшивость”)!

არის ასეთი გამოთქმა: “-თავი ვინ მოგაჭრაო? ჩემმა ძმამო! -იმიტომაც ძირში მოუჭრიაო!”

თანამოძმეს მოგვისევენ და გვიქსევენ, შვილებს დაგვაპირისპირებენ, და გვიპირისპირებენ კიდეც (7-9 მარტს სხვა რა იყო?!)

მჯერა, რწმენა და გონიერება სძლევს ახლომხედველობას! 

ჩვენ გადავრჩებით! ყველაფერი იქნება კარგად, მოყვარის გასახარად და მტრის გულის გასახეთქად, ზუსტად ისე, როგორც როგორც ლაშა ნადარეიშვილის ლექსშია:

“ქვესკნელიდან მონაბერი

გადალეწავს ქარი ალვას….

ნუ გეშინინ მოწამეო:

ბნელი წარვალს!

ბნელი წარვალს! . . .” – წერს მაია ნიკოლეიშვილი.