1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო – ISW
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო – ISW

ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო – ISW

235
0

ომის შემსწავლელ ინსტიტუტში( ISW) აცხადებენ, რომ რუსი პროპაგანდისტის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობასთან, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ რუსეთის შიგნით არსებულ ძალებს.

ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის განცხადებაზე, რომ ვერ დაადანაშაულებდა „კიევის რეჟიმს“ ვლადლენ ტატარსკისა და ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის – დარიას მკვლელობაში. (დარია მოსკოვთან ახლოს, აგვისტოში მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა).

„ტატარსკის მკვლელობა პრიგოჟინის ბარში, სავარაუდოდ, წარმოადგენს იმ დიდი ტენდენციის ნაწილს, რომლის მიზანია რუსეთის შიგნით კონფლიქტის ესკალაცია პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მონაწილეობით“, – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროპაგანდისტის მკვლელობა, „სავარაუდოდ, პრიგოჟინის გაფრთხილებაა, რომელიც სულ უფრო ხშირად ეჭვქვეშ აყენებს კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ თეზისებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ბუდოვნადაც კი მიანიშებს პრეზიდენტის პოსტისადმი ინტერსესს პუტინის ან მისი მემკვიდრის კონკურენტის სახით“.

ინსტიტუტში ასევე ფიქრობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება, სავარაუოდ, ცდილობს გამოიყენოს ტატარსკის მკვლელობა, რათა გააძლიეროს თვითცენზურა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინაში რუსეთის წარმატებებს.

„ეს მკვლელობა აღრმავებს რუს სამხერო ბლოგერებს შორის არსებულ განხეთქილებას, რაც შესაძლოა, ხელს აძლევდეს კრემლს გააძლიეროს კონტროლი საინფორმაციო სივრცეზე“, – აღნიშნავენ ექსპერტები.

გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგის კაფე „სტრიტ ბარში“ აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.