1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი”- მიხეილ ყაველაშვილი დათო ტურაშვილს მიმართავს
“რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი”- მიხეილ ყაველაშვილი დათო ტურაშვილს მიმართავს

“რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი”- მიხეილ ყაველაშვილი დათო ტურაშვილს მიმართავს

3.58K
0

“რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი რა, ვინ არის რუსი?… ვინ არის ამ ქვეყნის შენზე ნაკლები მოყვარული”, – “ხალხის ძალის” წევრი მიხეილ ყაველაშვილი  მწერალ დათო ტურაშვილს მიმართავს.

“დათო ტურაშვილს მივმართავ მე-17 თუ მე-18 სართულზე რომ ზის და “ხალხის ძალას” მოგვმართავს რუსული ძალა ხართო და აღიარეთო. დათო, შენ კარგად მიცნობ, დათო კაჭარავას იცნობ, ვიქტორ სანიკიძესაც, კახა კალაძესაც და კობიაშვილსაც… 

მხრებით გვიტარებია ჩვენი დროშა, ჩვენი მიწა და ღირსება. ცოტა უნდა დაფიქრდე ან უნდა დაამტკიცო. ზიხარ ტელევიზიაში, რომელიც ანწუხელიძის სისხლს ამოფარებული ნაძირალების მიერ ნაშოვნი ფულით არის შექმნილი. 

შენი პატრონი კეზერაშვილია, რომელმაც საკუთარი ჯარი გაძარცვა და აი. იმ ტელევიზიაში ზიხარ შენ. მე რომ მომიწოდებ პრორუსი ხარ და აღიარეო… ფაქტებია, 2012 წლიდან რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. იძახი აღიარეთო, რა უნდა ვაღიარო? გამაგებინე.  

რომელმა ჩვენმა კოლეგამ თქვა, რომ რაიმე სახით ევროპა ან ევროკავშირი არ გვინდა. ღირსებით ვიცხოვრებთ ჩვენ. წადი აბა შვეიცარიაში, იქ არის ჩემი დატოვებული საქმე, ელჩი ვიყავი, მარტო ფეხბურთელი კი არ ვიყავი. იქ არ ჩადიოდი მილანში? დღეს რომ ხართ აღტკინებული ხვიჩა კვარაცხელიაზე, ასევე, იყო კახა კალაძეც. 

გუშინ ხვიჩა კვარაცხელიასაც აგინებდით, შენი ტელევიზიიდან, შენი კოლეგა, ვახო სანაია… პატივს ვცემ, იცის დათომ ჩემი დამოკიდებულება. დამისახელოს ერთი პიროვნება, ვინც იმდენი გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა. 

კეზერაშვილის ტელევიზიიდან გამოდის დღეს, მორალზე და საქართველოს სიყვარულზე რომ მელაპარაკება, ვერ მივიღებ. აღიარეთ რუსები რომ ხართო, იძახიან… რას ნიშნავს რუსები ვართ? ან დამიმტკიცებ ან კიდევ ბოდიშს მოიხდი რა, ვინ არის რუსი?… ვინ არის ამ ქვეყნის შენზე ნაკლები მოყვარული“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა დათო ტურაშვილს “პოსტივის” ეთერიდან.