1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება”- ალექსანდრ ვუჩიჩი
,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

0

 

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან გადადგება და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

„მე მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ თანამდებობიდან გადავდგები“, – განაცხადა ვუჩიჩმა ბელგრადში, ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდრ ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის შუა პერიოდში იწურებოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრიდან სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურში თაღის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.