1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა”
“რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა”

“რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა”

128
0

მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული. რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა, რა უბედურება გჭირთ ასეთი, ვერ გავიგე! ეს, რა ხდება. უზნეო ჟრიამული, ოცი მამაკაცი რომ ერთად ჰარმონიულად ლაპარაკობს იმიტომ, რომ გადამფარონ, ეს რა არის. – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში იმ დეპუტატებს, რომლებიც მისი სიტყვით გამოსვლის პარალელურად ხმაურობდნენ.

თაკო ჩარკვიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა „გირჩის“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმებას ეხება.

„თუ შეიძლება, სიჩუმე იყოს, აი, ეს არის უპატივცემულობა, ქალთა უპატივცემულობა! საქართველოში ისტორიას რომ გადავხედავთ, ამ ტიპის მამაკაცებს ვერ მოძებნით იქ. მეფე თამარის ქვეყანაა, დედოფლის კი არა, რომელმაც სადარბაზოდ შემოიტანა გაყრის ფენომენი. ევროპაში ქვეყნებია, სადაც ეს ყველაფერი დღესაც არ მუშაობს. ჩასვლა უწევთ, რომ მეუღლეები ერთმანეთს გასცილდნენ. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დიდი კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ამიტომ ვამბობ, ამ ქალთა კვოტასთან დაკავშირებით – ძალიან მოხშირდა, მოიმატა ცემა-ტყეპამ, მეუღლეების დაჭრამ, ქალების დაჭრამ, ძალადობამ ქალებზე, ამ ყველაფერმა განაპირობა აი, ამ დარბაზში მამაკაცების ასეთი აგრესია ქალების მიმართ. იცით, ეს რაღაცნაირად თავდაცვის რეჟიმში კი არ აყენებს ქალს, მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული. რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა, რა უბედურება გჭირთ ასეთი, ვერ გავიგე! ეს, რა ხდება. უზნეო ჟრიამული, ოცი მამაკაცი რომ ერთად ჰარმონიულად ლაპარაკობს იმიტომ, რომ გადამფარონ, ეს რა არის?“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.