1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” დახურვას ითხოვს”-ილონ მასკი
“რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” დახურვას ითხოვს”-ილონ მასკი

“რადიო თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” დახურვას ითხოვს”-ილონ მასკი

372
0

ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს.

ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

„დიახ, დახურეთ ისინი.

1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). გამარჯობა??

2. მათ აღარავინ უსმენს;

3. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“, – წერს მასკი და აზიარებს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელშიც სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელის, რიჩარდ გრენელის სიტყვებია ციტირებული.

„აშშ-ის გადასახადის გადამხდელები აფინანსებენ მემარცხენე სახელმწიფო მედიას. მათი დახურვის დროა. „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ არის მედიასაშუალებები, რომლებსაც თანხას ამერიკელი გადასახადის გადამხდელები უხდიან. ეს არის სახელმწიფო მედია. ეს საშუალებები სავსეა მემარცხენე აქტივისტებით. ამ ჟურნალისტებთან ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობ. ეს არის წარსულის რელიკვია. ჩვენ არ გვჭირდება მთავრობისგან დაფინანსებული მედიასაშუალებები“, – აცხადებს რიჩარდ გრენელი.