რა ეღირება დოლარი და ევრო 20 ივნისს
2.15K
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8625 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0554 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0151 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0680 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0529 ლარი შეადგინა.