
“ქართველ ხალხს ორი არჩევანი აქვს, შეეგუოს რუსულ სახელმწიფოდ ყოფნას ან მათ სჭირდებათ ახალი მთავრობა”- ადამ კინზინგერი
ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ამჟამად ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ პოლიტიკური კომენტატორი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, მიერ გაკეთებულ კომენტარს ავრცელებს, სადაც ამერიკელი დიპლომატი ბათუმში საკრუიზო ლაინერ ასტორიაში შემოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე საუბრობს.
ყოფილი კონგრესმენი ამ ვიდეოს შემდეგ კომენტარს ურთავს: „მე როგორც ადამიანი, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა ახლო ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, დამწუხრებული ვარ, რადგანაც როგორც დღეს ჩანს, ისინი (საქართველოს მთავრობა) მიიჩქარიან ავტორიტარიზმისკენ და ვერ ამართლებენ საკუთარი ხალხის მოლოდინს. ქართველ ხალხს ორი არჩევანი აქვს – ან შეეგუოს რუსულ სახელმწიფოდ ყოფნას, ან მათ სჭირდებათ ახალი მთავრობა“, – წერს კინზინგერი.
As someone who once had a close relationship to the Govt of Georgia, i am sad that today they seem to be sprinting to authoratarianism and failing their people.
The people of Georgia need to either 1) be ok with being a Russian state or 2) need a new government https://t.co/m4opLfodEb
— Adam Kinzinger (Slava Ukraini) 🇺🇸🇺🇦 (@AdamKinzinger) July 31, 2023